ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო მინისტრს შეხვდა

ლაოსში, სადაც ASEAN (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება)  მინისტერიალი იმართება, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  ვანგ ის შეხვდა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს ტაივანის თემაზე.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ჩინეთის მიერ რუსული თავდაცვითი სამრეწველო ბაზის მხარდაჭერის გამო და მიანიშნა, რომ თუ ჩინეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოსაფხვრელად არავითარ ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ ამისთვის შესაბამისი ზომების მიღებას გააგრძელებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენმა ვანგ ინთან ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებსა და ღაზის სექტორში არსებულ ვიტარებაზე.

მსგავსი თემები