დაღესტანში, რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს

დაღესტანში სამი პირი დააკავეს, რომლებიც სამართალდამცავებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ.  ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის სამი მოქალაქე ქალაქ კასპიისკში დააკავეს და ისინი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.

დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა სახის იარაღი ამოიღეს.

მსგავსი თემები