თანასოფლელების მკვლელობაში ბრალდებულის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს

ახმეტის რაიონში მკვლელობისთვის ძებნილი კაცის სახლს პოლიცია იცავს. სავარაუდოდ სახლში ეჭვმიტანილის დედა იმყოფება.  გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებშიც ძებნის ოპერაცია ლაფანყურის ტყეში და ლოპოტას ხეობაში  მიმდინარეობს. ეძებენ 32  წლის თაზო წიქარაძეს, რომელმაც ადგილობრივების თქმით, თანასოფლელებს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობა ლუდსახარშის ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. ირკვევა, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ბავშვობის მეგობრები არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

მსგავსი თემები