რუსეთი კუბაში სამხედრო გემებს გზავნის

კუბის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჰავანის პორტში რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო ხომალდები შევლენ.

„27-დან 30 ივლისამდე რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის გემები ჩავლენ ჰავანის პორტში, მათ შორის: სასწავლო გემი „სმოლნი“, საპატრულო ფრეგატი „ნეუსტრაშიმი“ და ტანკერი „ელნია“- აღნიშნულია განცხადებაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსი მეზღვაურები შეხვდებიან კუბის საზღვაო ძალების ხელმძღვანელს, ჰავანის ხელისუფლებას და ასევე მიიღებენ მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება გემ „სმოლნის“ მონახულება 28 ივლისს და 29 ივლისს.

მსგავსი თემები