იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით გამოძიებას ეხმაურება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე.  როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სუს საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას.

„ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან. მათ შორის, ეს საქმეც მიეკუთვნება იმ საქმეთა რიცხვს, რომელსაც იძიებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, ეს გამოძიებაც იქნება წარმატებით დასრულებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“ – განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

 

 

მსგავსი თემები