დაუზუსტებელი ინფორმაციით ბანკში შეჭრილი პირი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს

ცოტა ხნის წინ ყვარელში, „საქართველოს ბანის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც მძევლები ჰყავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში ამ დროისათვის 15 პირი იმყოფება, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს, როგორც ბანკთან მყოფები ამბობენ, თავდამსხმელმა ერთი პირი გამოუშვა.

ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით 112- ზე დარეკვა ბანკის თანამშრომელმა მოახერხა.

მსგავსი თემები