“კამალა ჰარისს შეუძლია დონალდ ტრამპს არჩევნებში მოუგოს” – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია, დონალდ ტრამპს არჩევნებში მოუგოს.

„ამერიკის საარჩევნო კამპანია უდავოდ საინტერესო იქნება, შემადგენლობაში ცვლილებებით და ახალი თანავარსკვლავედით. ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია, მან არჩევნები მოიგოს, მაგრამ ამას ამერიკელი ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა შოლცმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები