ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პილოტის გადარჩენა მოხერხდა.  ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, – განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ.

Saurya Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუში აფრენისას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი და კომპანიის 17 სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოხარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიფრინავდნენ.

მსგავსი თემები