პარლამენტთან დაკავებები დაიწყო, რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, სადაც ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით აქციის მონაწილეების არიან შეკრებილები ხმაურია. პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი.

საპატრულო პოლიცია ცდილობს, გზა გაათავისუფლოს, რათა დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან შეკრებილები, გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება არაერთხელ მოხდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან არიან გამაგრებულები“ და აცხადებენ რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს „სირცვილის დერეფანს მოუწყობენ. პარლამენტის მიმდებარედ, თითქმის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ნიღბიანი პოლიციელები, რომლებიც აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება ხალხის ძალის: მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც უცხოეთს გავლენის აგენტებს ეხება.

მსგავსი თემები