დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ თავდაცვის სფეროში ახალი დეკლარაცია გააფორმეს

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ საერთო თავდაცვის დეკლარაცია გააფორმეს.  ახალი დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროს ინდუსტრიისა და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მუშაობაა.  ახალი შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის აქტიური დახმარებაც განიხილება.

დოკუმენტს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ ხელი ბერლინში მოაწერა. ჰეილის გერმანიაში ვიზიტი მისი ორდღიანი ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს, პოლონეთს და ესტონეთსაც ეწვევა.

“ეს ვიზიტები იქნება აშკარა გზავნილი, რომ ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ამ მთავრობის საგარეო და თავდაცვის სფეროში მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი ახალი დეკლარაცია გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას შორის საფუძველს უყრის ახალ, ღრმა ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე” – განაცხადა  ჰეილიმ.

 

მსგავსი თემები