ისლამური ცენტრის დახურვის შემდეგ გერმანიის ელჩი ირანმა დაიბარა

„ჰამბურგის ისლამური ცენტრის“ დახურვის  შემდეგ გერმანიის ელჩი ჰანს-უდო მოცელი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მტრული ქმედების დაგმობისას და გერმანიის მხრიდან ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედების გამო ელჩს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერი პროტესტი გადაეცა.

მსგავსი თემები