გერმანიაში „ჰამბურგის ისლამური ცენტრი“ დახურეს

გერმანიაში „ჰამბურგის ისლამური ცენტრი“ დახურეს. ორგანიზაციის წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი გამოძიება მიმდინარეობდა „ჰეზბოლას“ სავარაუდო მხარდაჭერის გამო, რომელიც გერმანიაში ტერორისტულ ჯგუფად არის კლასიფიცირებული.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფაიზერის განცხადებით, ისინი მოქმედებენ იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ გერმანული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრასა და, ასევე, ქალთა უფლებების შელახვისთვის.

 

 

მსგავსი თემები