დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შოროს შეხვედრა პარასკევს,  ფლორიდაში არის დაგეგმილი.

„მოუთმენლად ველი, ბიბი ნეთანიაჰუს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში მიღებას“ – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება და ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.

 

მსგავსი თემები