უკრაინა მოლდოვასთან მოქალაქეების დაბრუნების საკითხს განიხილავს

კიევი კიშინეუსთან უკრაინის იმ მოქალაქეების დაბრუნების საკითხს განიხილავს, რომლებმაც სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით უკრაინა უკანონოდ დატოვეს და მოლდოვაში რჩებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოლდოვაში უკრაინის ელჩმა, მარკო შევჩენკომ განაცხადა.

შევჩენკოს განცხადებით, კიევი კიშინეუსთან გარკვეულ დიალოგს აწარმოებს მოლდოვიდან გაწვევის ასაკის უკრაინელების დასაბრუნებლად.

როგორც ელჩმა აღნიშნა, უკრიანიდან გაქცეულ პირთა გარკვეულ რაოდენობას მოლდოვაში თავშესაფარი აქვს მიღებული, ნაწილის ადგილსამყოფელი კი გაურკვეველია, ისინი ან მოლოდვის ტერიტორიაზე რჩებიან, ან სხვა ქვეყნებში არიან გადასული. მისი განცხადებით, ასეთი პირების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მსგავსი თემები