“უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენებას საპასუხო ზომები მოჰყვება”- პესკოვი

„უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს“-ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი ამბობს, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილება არის საკუთრების უფლების ხელყოფა.

„მოსკოვი შეიმუშავებს იმ პირების სამართლებრივი დევნის შესაძლებლობებს, ვისაც კავშირი აქვთ რუსული აქტივების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა, ეს არის საკუთრების უფლების ხელყოფა“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აგვისტოში ევროკავშირი უკრაინას გადასცემს გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან 1,4 მილიარდ ევროს ოდენობის პირველ ტრანშს.

 

 

მსგავსი თემები