“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია!”- ირაკლი ზარქუა

მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი. ზარქუა ამბობს, რომ მისთვის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არალეგიტიმურია.

„ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! – როცა მე მორალს შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ქვეყანას ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო! „- ამბობს ზარქუა

მისივე თქმით, მალე ორმაგ სტანდარტს აშშ-ც ეტყვის უარს.

 

 

მსგავსი თემები