უკრაინაში მებრძოლი ქართველი გამოკითხვაზე დაიბარეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა ჭიღლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალების მუხლით. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს გრიფით საიდუმლოს დაადებენ. რას ედავებიან კონკრეტულად ჭიღლაძეს ჯერ ცნობილი არაა.

,,სუს-მა შეიტანა შუამდგომლობა, რომ თითქოს რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არსებობდა ან არსებობს, ეს ყველაფერი არის სიცილის მომგვრელი არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმე, აღნიშნული არის პოლიტიკური საქმე, პოლიტიკურად მოტივირებული. ლაშა ომობდა უკრაინაში, აქვს ჯილდო მიღებული მხედრული მამაცობისთვის და ამ ადამიანს სწორედ აი ამიტომ ებრძვიან, რომ ის იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ”, – თქვა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

მსგავსი თემები