ჩინეთში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, 14 სართულიან სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა შენობიდან 30 მოქალაქე გამოიყვანეს. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენა, შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

მსგავსი თემები