,,ამნისტიის კანონის საარჩევნოდ დივიდენდებისთვის მიღებას გვაბრალებს ის ხალხი, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების მიმართ” – გია ვოლსკი

,,ამნისტიის კანონის საარჩევნოდ დივიდენდებისთვის მიღებას გვაბრალებს ის ხალხი, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების მიმართ, მოაწყო გესტაპოს მართვის სისტემა, ადამიანები აწამეს და დახოცეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ამ ადამიანებმა ციხეებიდან უამრავი ცხედარი გამოიტანეს და უშველებელი დანაშაული აქვთ ჩადენილი“.

„ეს ცოტათი მაინც შეიძლებოდა, იმით გამოესყიდათ, რომ კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ. ვერავინ იტყოდა, რომ ეს არ არის ერთობლივი მოსაზრება. ჰუმანური დამოკიდებულების რაღაც ელემენტი მაინც გამოევლინათ როდესმე, ან წარსულში, ან აწმყოში. რასაკვირველია, ჰუმანიზმია მთავარი თემა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ამნისტიის შესახებ კანონპროექტია.

მსგავსი თემები