დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები