იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი ბატიაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე წარმართულიყო გიორგი გაბიტაშვილის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა. მის ამ ინიციატივას იურიდიულ საკითხმა მხარი დაუჭირა.

„გთავაზობთ კენჭი ვუყაროთ დასკვნას, რომ დადებითი რეკომენდაცია დღესვე გაეგზავნოს პლენარულ სხდომას და პლენარულ სხდომაზე მოხდეს განხილვის გარეშე კენჭისყრის პროცედურის წარმართვა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, მან გიორგი გაბიტაშვილს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავის საქმიანობას კეთილსინდისიერად შეასრულებს.

მსგავსი თემები