„იმედი მაქვს, ევროკავშირი თავისივე ხელით არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა“ – წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი  თეა წულუკიანი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირბით მედიასთან შეფასებას აკეთებს, როგოც მინისტრი განმარტავს, არანაირ მოსაზრებას არ ეთანხმება, რომელიც გულისხმობს ევროპულ არჩევანზე უარის თქმას.

„მე ვერავითარ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რომელიც გულისხმობდა, თუნდაც თეორიულად, რომ როდესმე ქართველმა ხალხმა შეაჩეროს თავისი ევროპული არჩევანის რეალიზებაზე ზრუნვა, ფიქრი, შრომა, თუმცა ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.  რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი გუნდის წევრს აქვს თავისი აზრი, რომელსაც გამოხატავს თავისუფლად. მე მაქვს ჩემი აზრი, რომელიც მოგახსენეთ, რაშიც მდგომარეობს. ასევე მგონია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიიღებს იმ ისტორიის წინაშე პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ყველაფერი გააკეთა, თუმცა,  გადაწყვეტილება ეკუთვნის ევროკავშირს.

„იმედი მაქვს, ევროკავშირი თავისივე ხელით არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა, ვინაიდან, რასაკვირველია, არა მხოლოდ ჩვენნაირ მსგავს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც კი, რეფორმები საჭიროა და უნდა გატარდეს. რაც გატარდა, იმის იმპლემენტაცია უნდა გაძლიერდეს, რაც გასატარებელია უნდა გატარდეს, მაგრამ დღეს სხვა საკითხია დღის წესრიგში. დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილია ბრიუსელისკენ და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ჩვენ ველოდებით ამ სიტყვას და ამ სიტყვის შესაბამისი პოზიციებიც გვექნება“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები