“მე მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება – ეს არის ერთგვარი ფლირტი”- იაგო ხვიჩია

“მე მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება – ეს არის ერთგვარი ფლირტი, რომელიც საბოლოო ჯამში, ბედნიერი პოლიტიკური ქორწინებით დასრულდება”- ამის შესახებ, „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გახარიას ერთი ბოდიში აქვს მოსახდელი, პარალელურად, საჭიროა, „ლელომაც“ მოაგროვოს „პოლიტიკოსების კოლექცია“, რადგან ბარიერის გადალახვის საფრთხე ემუქრება.

„მე გახარიას ადგილას ჯერ ხელს არ ჩავიქნევდი. ეს პოლიტიკური ფლირტია, რომელიც ჯერ ბოლომდე არ მისულა, იმიტომ რომ მოგეხსნებათ, ზოგჯერ თვითონ ერთი მხარე პრეტენზიულია ამ ფლირტის დროს. მგონი, ეს ეტაპი აქვთ გასავლელი ბატონ გახარიას და ბატონ ხაზარაძეს. ვინაიდან, ვიცი, რომ ფული ბევრს ნიშნავს პოეტიკაში და თქვენ ხედავთ რომ ბანკირების პარტიას „პანტაპუნტით“ უერთდებიან მემარცხენეები და ლამისაა „სოციალისტურ პარტიად“ ჩამოყალიბდეს, მიმაჩნია, რომ გახარიასაც ბევრი დაბრკოლება არ უდგას წინ. ერთი ბოდიში აქვს მოსახდელი და ახლა, ფულის გამო რას არ იზამს ხალხი. ხაზარაძესაც სჭირდება სხვა ადამიანები და პარტიები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული აქვს რეპუტაცია არ უვარგა და ბარიერის გადალახვის საფრთხე მაინც ემუქრება. ამიტომ საჭიროა მანაც მოაგროვოს პოლიტიკოსების კოლექცია, როგორც „ახლები“ აგროვებენ, „ნაცები“ აგროვებენ და შესაბამისად, ამ მოგროვილი კოლექციით წარსდგეს არჩევნებზე“- ამბობს ხვიჩია.

მსგავსი თემები