ნატო-მ უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

დღეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაზე პატრიკ ტერნერი დანიშნა.  ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

“ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატო-ს ურთიერთობის კოორდინატორი. ასევე, ნატო-ს ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება.

მსგავსი თემები