საბურთალოზე კაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი დანითაა დაჭრილი. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები