მაკრონმა საფრანგეთის პრემიერს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააკმაყოფილა პრემიერ გაბრეილ ატალის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ატალი უხელმძღვანელებს დროებით მთავრობას შეზღუდული უფლებამოსილებით, სანამ ახალი მთავრობა დაინიშნება.

მემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტის” ალიანსმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა პრემიერმინისტრობის კანდიდატის თაობაზე, თვის დასაწყისში, ვადამდელი არჩევნების შემდეგ.

საფრანგეთის ცენტრისტი პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი და მისი მთავრობა დარჩებიან მოვალეობის შემსრულებლად, რაც დამატებით დროს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც 7 ივლისის არჩევნების მეორე ტურმა ეროვნული ასამბლეა უმრავლესობის გარეშე დატოვა.

მსგავსი თემები