ტრამპის კამპანიის მხარდასაჭერად ილონ მასკი ყოველთვიურად $45 მილიონის დახარჯვას გეგმავს – WSJ

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერი კომიტეტისთვის ყოველთვიურად 45 მილიონი დოლარის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

მასკი თანხებს პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს, America PAC-ს გადაურიცხავს, რომლის სხვა დონორები არიან Palantir Technologies, მეწარმე ტყუპი ძმები ტაილერი და კამერონ ვინკლევოსები, აშშ-ის ყოფილი ელჩი კანადაში კელი კრაფტი და მისი მეუღლე ჯო კრაფტი, რომელიც ხელმძღვანელობს Alliance Resource Partners-ს.

კომიტეტის ერთ-ერთი წევრის თქმით, მისი საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ტრამპის ამომრჩევლების წახალისებას, დარეგისტრირდნენ და დაარწმუნოს ისინი ადრე ხმის მიცემაში ეგრეთ წოდებულ საკვანძო შტატებში – ანუ ისეთ შტატებში, სადაც კენჭისყრამ შეიძლება განსაზღვროს არჩევნების შედეგი.

შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დონორებს, რომლებიც ფულს დებენ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში. ასეთი კომიტეტებისთვის შემოწირულობების ოდენობა შეზღუდული არაა.

მსგავსი თემები