რუსეთი კიევისა და ხერსონის ოლქებს დრონებით დაესხა თავს

რუსეთი კიევის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. ჩამოგდებული ,,შაჰიდების” ნამსხვრევები კერძო ეზოში დაეცა, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან კრავჩენკო იტყობინება.

,,სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა“, – აცხადებს კრავჩენკო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 ივლისს, დილით, რუსებმა დაბომბეს ხერსონის ერთ-ერთი ბაზარი, დაზიანდა ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ფართი, მსხვერპლი არ ყოფილა.

ასევე, რუსეთი თავს დაესხა ჯგუფს, რომელიც ხერსონის ოლქში, ანტონოვკაში გაზის აპარატურას არემონტებდა, რის შედეგადაც მუშა დაშავდა.

მსგავსი თემები