პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ მას 15 ივლისს მიმართა.

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, სხვა საკითხებთან ერთად კენჭი უყაროს მის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას.

,,დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები