ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებასთან ერთად პატიმრებმა შიმშილობა რუსთავის N5 ციხეშიც დაიწყეს

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ამნისტიის უფრო მეტ მუხლზე გავრცელების მიზნით მიმართეს. ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა, შიმშილობენ.

რუსთავის ნომერ მეხუთე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ქალი, ამბობს, რომ ამ პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს.

ადვოკატი ნათია ჩხეტიანის თქმით, ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში მისი ინფორმაციით, 20 ადამიანი შიმშილობს.

,,როგორც შევისწავლეთ, ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლეობის არ მქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც პროკურატურა, არც სასამართლო ციხეში არ უშვებს”, – ამბობს ის.

მსგავსი თემები