ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი ძაღლთან ერთად გზაზე გადარბოდა, რა დროსაც, მას ავტობუსი დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

კადრებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ავტობუსის საქარე მინაც. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.

მსგავსი თემები