ევროკომისია უნგრეთის თავმჯდომარეების მიერ ორგანიზებულ შეხვედრას არ დაესწრება

ევროკომისია უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის. – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი, ერიკ მამერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ასევე გაუქმდა ევროკომისიის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში.

„უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების ფონზე, პრეზიდენტმა (ურსულა ფონ დერ ლაიენმა) გადაწყვიტა, რომ ევროკომისია უმაღლესი საჯარო მოხელეების დონეზე მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი“- აცხადებს ერიკ მამერი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში კიევში, რუსეთსა და პეკინში ვიზიტები, რამაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

მსგავსი თემები