უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

იერიში იყო ხარკოვზე; რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები. ოკუპანტებმა შეუტიეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა 2 სამოქალაქო პირი.

იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინას აქვს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშის უფლება. თუმცა ნატო-ს გენმდივანი ეწინააღმდეგება პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ალიანსის პოზიცია, რომ ის ომში პირდაპირ არ ჩაერთვება.

მსგავსი თემები