„რამხელა ტკივილი განმიახლე, ხვიჩა… ჩემს ლაშუნიას შეუერთდი” – ლაშა წიქორაძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

13 ივლისს, ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ლაშა წიქორაძის დედა, გარდაცვლილი შვილის მეგობარს, მომღერალ ხვიჩა ხოჯავას ემშვიდობება.

,,ვაიმე ხვიჩუ სად წადი ბიჭო… ჩემ ლაშუნიას შეუერთდი, რამხელა ტკივილი განმიახლე ხვიჩაა.

ხო გამიხეთქეთ ისედაც გახეთქილი გულიმაგისთვის დამათვალიერე ერთი კვირის წიინ? დედი ლაშუ მოვიდა ხვიჩა შენთანაა უკვე. მოგიყვება ახლა როგორ ვართ უშენოდ აქ, ცოცხალ მკვდარი, რომ დავდივართ დე.თქვენ მოგიკვდით მე”, – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა.

მსგავსი თემები