მაშველებმა ბათუმში 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს

მაშველებმა, ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი გადაარჩინეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ახალგაზრდა მამაკაცი წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

„ბათუმში, ახალ ბულვარში წყალზე მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული. მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლივ შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბათუმელი, თემურ მიქელაძე წყლიდან. ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მსგავსი თემები