უკრაინაში მებრძოლმა გოჩა ბერიძემ უკრაინული ეკლესიის ჯილდო და სახალხო გმირის წოდება მიიღო

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა, გოჩა ბერიძემ უკრაინული ეკლესიის ჯილდო და სახალხო გმირის წოდება მიიღო.

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უკრაინულ მხარეს, ჩემთვის ამ ძვირფასი სტატუსის მონიჭებისთვის. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო უკრაინის სახალხო გმირი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ღირსეულად ვატარებ აღნიშნულ სტატუსს. ქედს ვიხრი უკრაინაში ბრძოლის წინა ხაზზე გმირულად დაცემული ქართველი მეომრების სახელების მიმართ, ასევე ქედს ვიხრი უკრაინაში წინა ხაზზე მებრძოლი თითოეული ქართველი მებრძოლის წინაშე, რომლებსაც ორი დღის შემდეგ შევუერთდები და გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლას ერთად”, – ამბობს გოჩა ბერიძე.

მსგავსი თემები