გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა, გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ და რუსეთს მოსთხოვა, სასწრაფო გაიყვანოს ჯარები ატომური ელექტროსადგურიდან და დაუბრუნოს ის კიევის სრულ კონტროლს.

ასამბლეამ, რომელიც მოიცავს 193 სახელმწიფოს, მხარი დაუჭირა რეზოლუციას 99 ხმით (მათ შორის საქართველომ), 9 წინააღმდეგი იყო ხოლო 60-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ჯარებმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავეს ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური. მას შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიას არ აწარმოებს, მაგრამ ის თავისთავად მოითხოვს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას ერთ-ერთი რეაქტორის გასაგრილებლად, რომელიც მთლიანად არ არის გამორთული ქსელიდან. პერიოდულად სადგური დაბომბვას ექვემდებარება.

მსგავსი თემები