,,დასავლეთმა უნდა იფიქროს თავისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე”- დიმიტრი მედვედევი

დიმიტრი მედვედევი დასავლეთს ემუქრება. რუსი პოლიტიკოსის განცხადებით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ნატოს წვრთნების ჩატარება რუსეთის საზღვრებთან საპასუხო შედეგებს გამოიწვევს.

,,დასავლური “მოლაპარაკე თავები” აგრძელებენ გულწრფელი ცინიზმით ლაპარაკს რუსეთთან ნატოს ომზე. ისინი მთელი ძალით ცდილობენ დღის წესრიგში შეიყვანონ თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით აშინებს. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავისა და სხვების მოტყუება და იფიქროს თავისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე. ასეთ კონფლიქტს ყოველთვის აქვს სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაქცევის რისკი. ეს იქნება ყველასთვის კატასტროფული სცენარი” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მსგავსი თემები