სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები