,,100 დღეში, მე მგონი, გავიგებთ ხალხის ძალიან ხმამაღალ ხმას და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს” – პრეზიდენტი

,,საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა, 100 დღეში, მე მგონი, გავიგებთ ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას საზოგადოების, ხალხის, საქართველოსი და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს”, – სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება სამოქალაქო ორგანიზაცია ,,აირჩიე ევროპას” პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა.

იქამდე კი პრეზიდენტი ღონისძიებაზეც გამოვიდა სიტყვით და ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს ევროპული გზა გაყინა და უზურპაცია გაუკეთა.

მსგავსი თემები