მაშველები ხეზე ასულ კნუტს დაეხმარნენ, რომელიც უკან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები ორხევში, ჩანტლაძის ქუჩაზე ხეზე ასულ კნუტს დაეხმარნენ, რომელიც უკან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მაშველებმა დაახლოებით 7-8 მეტრი სიმაღლიდან კნუტი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

შინაური ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424

მსგავსი თემები