გორში ავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა – არიან დაშავებულები

გორში, ავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, შედეგად მძღოლი და კონტროლიორი დაშავდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა ,,ქართლი.ჯი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 9 ივლისს მოხდა.

როგორც გამოცემას ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, კონტროლიორი შეჯახების შემდეგ წაიქცა, რის გამოც წელის არეში ტკივილებს გრძნობდა. მძღოლს კი სასწრაფო დახმარების ექიმებმა მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირეს.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჯირკველიშვილის ცნობით, ორივე თანამშრომელი უკვე სახლში იმყოფება. კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი კი ჯერ დადგენილი არ არის.

,,ავტობუსი ამჟამად საჯარიმო სადგომზეა, თუ დაიწყება ფაქტზე გამოძიება, ავტობუსი დარჩება საჯარიმოზე, თუ არა და ორ-სამ დღეში გამოგვატანენ,” – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები