სამართალდამცავები ჩიტაძის ქუჩაზე აღმართულ რკინის ბარიერებს ხსნიან

სამართალდამცავები პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე აღმართულ რკინის ბარიერებს ხსნიან.

ეს გადაწყვეტილება სამართალდამცავებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დღეისთვის დასრულებულად გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელების დაანონსებული პიკეტირების გამო, პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

მსგავსი თემები