აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის მთავრობის, სამოქალქო სექტორის, მედიის და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ ამერიკა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

,,გამარჯობა! ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ.

ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს”, – წერს უზრა ზეია.

მსგავსი თემები