ევროკომისიამ ლიეტუვას 8,7 მლნ ევროს გამოყოფა შეუჩერა

ევროკომისიამ ლიეტუვისთვის, არასაკმარისად ამბიციური საგადასახადო რეფორმის გატარების მოტივით, 8,7 მლნ ევროს გამოყოფის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო Baltnews ავრცელებს.

ლიეტუვას ფინანსთა მინისტრი გინტარე სკაისტე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მზადაა სასამართლოს მიმართოს.

„ყველაფერი, რასაც დავპირდით, შევასრულეთ. არ მესმის, რატომ გაუჩნდა ევროკომისიას კითხვები“, – ციტირებს გამოცემა სკაისტეს.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ლიეტუვაში მარიუს ვაშეგამ კი, ხელისუფლებას მიმართა, გააგრძელოს მოლაპარაკებები.

მსგავსი თემები