,,არ არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში ისეთი სახელმწიფო, სადაც უფრო გამჭვირვალე არის გენპროკურორის არჩევის პროცესი, ვიდრე საქართველოში” – მაჭარაშვილი

,,არ არსებობს ევროკავშირში ან მის ფარგლებს გარეთ, ცივილიზებულ ქვეყნებში ისეთი სახელმწიფო, სადაც უფრო გამჭვირვალე არის გენპროკურორის არჩევის პროცესი, ვიდრე საქართველოში”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი, შეიტანა განცხადება საპროკურორო საბჭოში და საპროკურორო საბჭო შეარჩევს კანდიდატს, რომელიც წარედგინება პარლამენტს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საპროკურორო საბჭომ პროკურორობის 7 კანდიდატს უკვე მოუსმინა, დღეს კი ვაკანტურ პოზიციაზე ასარჩევად ბოლო კანდიდატს – პაატა შავაძეს გაესაუბრება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭო შერჩეულ ერთ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

მსგავსი თემები