,,უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღუთქვა, საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩათვლით, როცა ის მიესალმა ნატოს წევრ ქვეყნებს ვაშინგტონის სამიტზე ორგანიზაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნატო ახლა არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

,,პუტინს არაფერი ნაკლები, არაფერი ნაკლები არ სურს, ვიდრე უკრაინის სრული დამორჩილება… და უკრაინის რუკიდან წაშლა. უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს”, – თქვა ბაიდენმა.

ნატოს სამიტის მთავარი თემა სწორედ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება იქნება.

ბაიდენი და გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და რუმინეთის ლიდერები დაჰპირდნენ უკრაინას დამატებით ხუთ ,,პატრიოტს” და სხვა სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემას.

სხვა მოკავშირეები, მათ შორის კანადა, ნორვეგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფენ სხვა სისტემებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის გაუმჯობესებას.

მსგავსი თემები