,,მაიდანი არ გამოუვიდათ, ახლა არჩევნებზე ცდილობენ ასეთი მანიპულაციით მიაღწიონ შედეგს” – ქადაგიშვილი არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

,,მაიდანი არ გამოუვიდათ. ახლა არჩევნებზე ცდილობენ, რომ ჩარევით, ასეთი მანიპულაციით მიაღწიონ შედეგს”, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელზეც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„ეს რაღაც კონფერენციაც კიდევ ერთი რამის მაჩვენებელია, იმ ანა ნაცვლიშვილსა და არცერთ ოპოზიციონერს რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ. რა იტყვის ის სასიკეთოს ქვეყანაზე“, – აღნიშნა მან.

ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პარლამენტის გარეშე მსჯელობენ. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა გახსნა. მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ კადრების გადაღების საშუალება ჰქონდათ, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა შეხვედრა დატოვეს.

მსგავსი თემები