,,500 დღეა საუბარია, რომ ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, ცხედრის სუნი ასდის, ფერი შეიცვალა”- ვოლსკი სააკაშვილზე

,,თითქმის 500 დღეა საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის,”- – ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილს გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და არ შეიძლება მისი მდგომარეობა სხვა პატიმრების მდგომარეობისგან განსხვავებული იყოს.

,,თითქმის 500 დღეა საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის, ფერი შეიცვალა, გონებას კარგავს – მთელი რიგი ასპექტებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უფრო მაშინ, როცა ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე აცხადებს უარს. რაც შეეხება მოწამვლის თემას, რაზეც მისი გარემოცვა საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რასაც საზღვარი არა აქვს. საერთაშორისო დონეზე სწორედ ეს მიმართულებაა გატანილი. თაღლითობას სიტყვა საერთაშორისო თაღლითობა უნდა დაემატოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები