„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის” – სოფო ჯაფარიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა. თბილისის ორგანიზაცია, რომელსაც ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა, სოფო ჯაფარიძეს ჩააბარეს.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზენტაცია გუშინ გამართა და პარტიის ახალი წევრები წარადგინა. მათ შორის არის გია ჯაფარიძე, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ლაშა ბაქრაძე და ირაკლი ფავლენიშვილი.

პოლიტიკური პლატფორმის ,,ერთიანობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის განმარტებით, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებას ადგილი არ აქვს. ჯაფარიძემ ასევე დაადასტურა, რომ პარტიის თბილისის ოფის ის უხელმძღვანელებს.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის. მე მივიღე შემოთავაზება თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ბატონ ზაზა გოგავას რაც შეეხება, ის არის ჩვენი მეგობარი, ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც უბრალოდ პოზიციას იცვლის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღირსეული ადამიანის გზა უნდა გავაგრძელო. მე ნამდვილად არ მინახავს, რომ დიმიტრი ჩიქოვანს რაიმე ჩატი დაეტოვებინა და ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ,” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები